Categories

معلومات المواد باللغة العربية

Ar-Rahman's Guests

Number of Items: 22

  • ქართული

    PDF

    შეცდომები, რომლებსაც ზოგიერთი ჰაჯი უშვებს

  • ქართული
  • ქართული
  • ქართული

    PDF

    ეს არის ისლამის რელიგიის ზოგიერთი საკითხის მოკლე განმარტება, რომელიც ყველა მუსლიმმა უნდა იცოდეს. მას ვუწოდე : "მნიშვნელოვანი გაკვეთილები მუსლიმური საზოგადოებისთვის". ალლაჰს ვთხოვ, მიიღოს ჩემგან ეს საქმე და სარგებელი მოუტანოს მუსლიმებისთვის. ჭეშმარიტად, ის - გულუხვი, დიდსულოვანია.

  • ქართული

    PDF

    ეს არის მოკლე გზავნილი, რომელიც მოიცავს იმ უმთავრეს საკითხებს, რაც მორწმუნე მუსლიმს სჭირდება თავისი რწმენის, ღვთისმსახურებისა და (ადამიანებთან) ურთიერთობების საკითხებში. ის შეიკრიბა ორი წმინდა მეჩეთის მომნახველებისთვის და მომლოცველებისთვის, რათა იყვნენ ინფორმირებულნი და გააზრებულად აღიქვამდნენ თავიანთ რელიგიას. ვთხოვთ დიდმოწყალე ალლაჰს, რომ ამით სარგებელი მიანიჭოს, გახადოს ეს საქმე მტკიცე და მხოლოდ მისთვის განკუთვნილი. ნამდვილად, ის არის საუკეთესო, ვისგანაც რამეს სთხოვენ და უხვად ანიჭებს იმედის მქონეთ.

  • ქართული

    PDF

    წიგნში მოციქული მუჰამმადის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ლოცვის ფორმა, ძვირფასი სწავლული შეიხი აბდულ-აზიზ იბნ ბაზ (ალლაჰმა შეიწყალოს ის) შეაჯამებს წინასწარმეტყველ მუჰამმადის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ლოცვის აღწერას მარტივი სტილითა და ზუსტი მეთოდოლოგიით, სანდო ტექსტებსა და ჰადისებზე დაყრდნობით, რათა ის იყოს გზამკვლევი მუსლიმისთვის ლოცვაში, წიგნში განმარტებულია ლოცვის საფუძვლები (ფუნდამენტური ნაწილები), სუნნათები და მისი ფორმა აბდესის დაწყებიდან მისალმებამდე, იგი აერთიანებს მტკიცებულებებს და მკაფიო განმარტებებს, და მოუწოდებს მორწმუნეს, რომ მოციქულ მუჰამმადს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიჰყვეს სრულად ამ დიად ღვთისმსახურებაში.

  • ქართული

    PDF

    ეს არის მოკლე გზავნილი უმრას შესრულების წესებზე, დადგენილებებზე და ეთიკაზე, რომელშიც გულმოდგინედ ვეცადეთ აგვეხსნა ის უმთავრესი საკითხები, რაც უმრას შესრულებისთვის მომლოცველს სჭირდება.

  • ქართული

    PDF

    შესაწირი, ყურბანისა და დაკვლის წესები — მოკლე გზავნილი, რომელიც მოიცავს იმ მთავარ საკითხებს, რაც მუსლიმს სჭირდება შესაწირის, ყურბნისა და დაკვლის დადგენილებებში, რათა მორწმუნე იყოს ცოდნითა და სწორი ხედვით აღჭურვილი თავისი რელიგიური საქმეების შესრულებაში.

  • ქართული

    PDF

    ეს არის მოკლე ნაშრომი შუამავლის მეჩეთის მონახულების წესებზე და მის დადგენილებებზე, შევეცადეთ მასში განგვემარტა მომნახულებლისთვის ის ძირითადი წესები, რაც მას სჭირდება შუამავლის მეჩეთის მონახულების დროს.

  • ქართული

    PDF

    წიგნი "ვინ შექმნა სამყარო? და ვინ შემქმნა მე, და რატომ?" განიხილავს სამყაროსა და ადამიანის არსებობის წარმოშობას. იგი ხაზს უსვამს, რომ სამყარო არ აღმოცენდა შემთხვევით ან არაფრისგან, არამედ მას ჰყავს დიადი შემოქმედი და ის ალლაჰია, რომელმაც შექმნა სიცოცხლე და სამყარო ზუსტი კანონებით, წიგნი განმარტავს ალლაჰის თვისებებს, ზეციური წერილების და მოციქულებისადმი რწმენის მნიშვნელობას და ამტკიცებს, რომ ისლამი არის ჭეშმარიტი რელიგია, რომელიც აერთიანებს ყველა წინასწარმეტყველის გზავნილს. ის მოუწოდებს რწმენას ისლამისადმი, რათა ადამიანმა მოიპოვოს ჭეშმარიტი ბედნიერება ამქვეყნად და სამუდამო ბედნიერება მომავალ ცხოვრებაში.

  • ქართული

    PDF

    ამის შემდეგ: გულის სიმშვიდე, მისი ჰარმონია და სიხარული, მწუხარებისა და წუხილის გაქრობა არის ის, რისკენაც ყველა ადამიანი ისწრაფვის. ამასთან ერთად მოდის კეთილდღეობით სავსე ცხოვრება, სრული ბედნიერება და სიხარული. ამისთვის არსებობს რელიგიური, ბუნებრივი და პრაქტიკული მიზეზები, და მათი სრული ერთიანობა მხოლოდ მორწმუნეთათვისაა შესაძლებელი. რაც შეეხება დანარჩენებს, თუნდაც ისინი გარკვეული ძალისხმევით ამ ყველაფერს ერთი მხრიდან აღწევდნენ, მათ მაინც არ მიუწვდებათ ხელი უფრო სასარგებლო, სტაბილურ და ხელსაყრელ გზებზე, ასევე უკეთეს მდგომარეობებსა და შედეგებზე. თუმცა, ამ წერილში ვახსენებ იმ მიზეზებს, რაც მახსენდება ამ უმაღლესი მიზნისთვის, რისკენაც ყველა ისწრაფვის. მათ შორის ზოგმა დიდ წარმატებას მიაღწია, ბედნიერად იცხოვრა და კარგი ცხოვრება განვლო, ზოგი კი ყველა ამ საკითხში დამარცხდა, უბედურებაში გაატარა ცხოვრება და ტანჯვა განიცადა. არიან ისეთებიც, ვინც შუაში იმყოფებიან, იმის მიხედვით, თუ რა წარმატებებს მიაღწიეს. და მხოლოდ ალლაჰია, ვინც წარმატებას აძლევს და მხოლოდ მისგან უნდა ველოდოთ დახმარებას ყოველი სიკეთისთვის და ყოველი ბოროტებისგან თავის დაღწევისთვის.

  • ქართული

    PDF

    ამ სტატიაში განმარტებულია ისლამის არსი, ვინ არის მუსლიმი და როგორ უნდა გახდე ჭეშმარიტი მუსლიმი. ასევე აღნიშნულია ისლამის ღირსებები, მაღალი ზნეობა და ეთიკა, ქალის მდგომარეობა, ნათესავების, მეზობლებისა და საზოგადოების უფლებები. სტატიაში ასევე ხაზგასმულია, რომ ისლამი ბრძანებს და მოუწოდებს ყოველ სათნოებას და კრძალავს ყოველგვარ მანკიერებას.

  • ქართული

    PDF

    წიგნი "ისლამის შუამავალი მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას)" მიმოიხილავს წინასწარმეტყველი მუჰამმადის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ცხოვრების გზას, მისი წარმომავლობიდან და აღზრდიდან დაწყებული, მის დაოჯახებამდე, ღვთისშთაგონების მიღებამდე და საბოლოო გზავნილის დაწყებამდე, წიგნი განმარტავს მისი წინასწარმეტყველობის მტკიცებულებებსა და ჭეშმარიტების ნიშნებს, ასევე ხსნის იმ შარიათს, რითაც ის მოვიდა და რომელიც იცავს ადამიანის უფლებებსა და ღირსებას, ასევე გამოკვეთილია მისი მტრების დამოკიდებულება და მათი მოწონებითი მოწმობები მის მიმართ, და განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მუჰამმადის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დიად ზნეობას, რაც მას ადამიანებისთვის სამაგალითოდ აქცევს და მოუწოდებს ხალხს ერთადერთ შემოქმედის ალლაჰის თაყვანისცემისკენ.

  • ქართული

    PDF

    წიგნი "ისლამი ალლაჰის მოციქულთა რელიგიაა" წარმოადგენს ისლამის მოკლე აღწერას მის არსში, როგორც წმინდა ერთღმერთიანობის რელიგიას, რომელსაც სწამს ერთადერთი ალლაჰის და მუჰამმადის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როგორც ბოლო წინასწარმეტყველის, ის ამყარებს სამართლიანობისა და თანასწორობის ღირებულებებს, სწამს ანგელოზების და სამსჯავროს დღის, და არის ბუნების თანხმოვანი და გონივრული რელიგია, რომელიც მოუწოდებს სრულ მორჩილებას ალლაჰისადმი, რის შედეგადაც მიიღწევა ბედნიერება როგორც ამქვეყნად, ისე მომავალ ცხოვრებაში.

  • ქართული

    PDF

    წიგნი "ფიყჰის წესები განწმენდაში, ლოცვაში და დაკრძალვაში", რომელიც შედგენილია დიდი სწავლულის შეიხ მუჰამმად იბნ სალიჰ ალ-უსაიმინის (ალლაჰმა შეიწყალოს ის) მიერ, მკაფიოდ განმარტავს განწმენდის, ლოცვისა და დაკრძალვის მოქმედებებს. ის ეფუძნება ყურანსა და სუნნას, და მიზნად ისახავს მორწმუნეს ასწავლოს, თუ როგორ უნდა აღასრულოს თაყვანისცემა სწორი ხედვითა და დარწმუნებით, როგორც ასრულებდა მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას). წიგნი აერთიანებს შემსუბუქებას და მკაცრ დაცვას (გაჯერებულია ცოდნით და მტკიცე მანჰაჯით) და მოუწოდებს გულწრფელობასა და მიყოლას, რათა დამოწმდეს მორჩილება და მოპოვებული იყოს ალლაჰთან დაახლოება.

  • ქართული

    PDF

    ისლამის მოციქული მუჰამმადი ﷺ

  • ქართული

    PDF

    უმრას წესების და დაგენილებების მოკლე აღწერა

  • ქართული

    PDF

    ამიტომ, ისლამური კონტენტის სხვადასხვა ენაზე მიწოდების სამსახურის ასოციაცია და ქადაგების და თემების ინფორმირების ასოციაცია რაბვაში ცდილობდნენ მოემზადებინათ წინასწარმეტყველის ჰადისების ენციკლოპედია და თარგმნილიყო რამდენიმე ენაზე. ყოვლისშემძლე ალლაჰმა გაადვილა ამ ენციკლოპედიის კრებულის მომზადება, რომელიც მუსლიმს სჭირდება მისი რელიგიისა და ცხოვრების გასაგებად. წიგნში ასევე მოყვანილია ჰადისების მოკლე განმარტებები, იხსნება მათი მნიშვნელობები და მითითებები, აგრეთვე გარკვეული უპირატესობები, სახელწოდებით: "შერჩეული წინასწარმეტყველური ჰადისების ენციკლოპედიიდან", ეს ნაშრომი იქნა ნათარგმნი მსოფლიოს ყველა ცოცხალ ენაზე, რათა ყველამ მიიღოს სარგებელი და მიაღწიოს ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სუნნამ ყველა ადამიანთან მათ ენაზე. ალლაჰს ვთხოვთ, რომ მიიღოს ეს საქმე და ქმნას ის დალოცვილი და გულწრფელად მისი წმინდა სახისთვის, და რომ დააჯილდოვოს ყველა, ვინც დაეხმარა მის მომზადებაში, თარგმნაში თუ გავრცელებაში, ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა ჩვენ შუამავალ მუჰამმადს.

  • ქართული

    PDF

    მოგზაურობის ეთიკა და წესები

  • ქართული

    PDF

    მოკლე გზამკვლევი შუამავლის მეჩეთის მონახულების წესები და მისი დადგენილებები

Page : 2 - From : 1