Categories

معلومات المواد باللغة العربية

Number of Items: 8

  • ქართული

    PDF

    შეცდომები, რომლებსაც ზოგიერთი ჰაჯი უშვებს

  • ქართული

    PDF

    ეს არის ისლამის რელიგიის ზოგიერთი საკითხის მოკლე განმარტება, რომელიც ყველა მუსლიმმა უნდა იცოდეს. მას ვუწოდე : "მნიშვნელოვანი გაკვეთილები მუსლიმური საზოგადოებისთვის". ალლაჰს ვთხოვ, მიიღოს ჩემგან ეს საქმე და სარგებელი მოუტანოს მუსლიმებისთვის. ჭეშმარიტად, ის - გულუხვი, დიდსულოვანია.

  • ქართული

    PDF

    ეს არის მოკლე გზავნილი, რომელიც მოიცავს იმ უმთავრეს საკითხებს, რაც მორწმუნე მუსლიმს სჭირდება თავისი რწმენის, ღვთისმსახურებისა და (ადამიანებთან) ურთიერთობების საკითხებში. ის შეიკრიბა ორი წმინდა მეჩეთის მომნახველებისთვის და მომლოცველებისთვის, რათა იყვნენ ინფორმირებულნი და გააზრებულად აღიქვამდნენ თავიანთ რელიგიას. ვთხოვთ დიდმოწყალე ალლაჰს, რომ ამით სარგებელი მიანიჭოს, გახადოს ეს საქმე მტკიცე და მხოლოდ მისთვის განკუთვნილი. ნამდვილად, ის არის საუკეთესო, ვისგანაც რამეს სთხოვენ და უხვად ანიჭებს იმედის მქონეთ.

  • ქართული

    PDF

    ეს არის მოკლე სიტყვები მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ლოცვის აღწერაზე, რომლებიც მსურდა წარმომეჩინა ყველა მუსლიმი მამაკაცისა და ქალისთვის, რათა ვინც ამას წაიკითხავს, ეცადოს მიბაძოს მას ამ საკითხში, შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიტყვებზე დაყრდნობით:

  • ქართული

    PDF

    ეს არის მოკლე გზავნილი უმრას შესრულების წესებზე, დადგენილებებზე და ეთიკაზე, რომელშიც გულმოდგინედ ვეცადეთ აგვეხსნა ის უმთავრესი საკითხები, რაც უმრას შესრულებისთვის მომლოცველს სჭირდება.

  • ქართული

    PDF

    ეს არის მოკლე გზავნილი, რომელიც მოიცავს იმ უმთავრეს საკითხებს, რაც მორწმუნე მუსლიმს სჭირდება ყურბან ბაირამის შესაწირვების და საკლავის დაკვლის წესების საკითხებში. ის შეიკრიბა ორი წმინდა მეჩეთის მომნახველებისთვის და მომლოცველებისთვის, რათა იყვნენ ინფორმირებულნი და გააზრებულად აღიქვამდნენ თავიანთ რელიგიას. ვთხოვთ დიდმოწყალე ალლაჰს, რომ ამით სარგებელი მიანიჭოს, გახადოს ეს საქმე მტკიცე და მხოლოდ მისთვის განკუთვნილი. ნამდვილად, ის არის საუკეთესო, ვისგანაც რამეს სთხოვენ და უხვად ანიჭებს იმედის მქონეთ.

  • ქართული

    PDF

    ეს არის მოკლე ნაშრომი შუამავლის მეჩეთის მონახულების წესებზე და მის დადგენილებებზე, შევეცადეთ მასში განგვემარტა მომნახულებლისთვის ის ძირითადი წესები, რაც მას სჭირდება შუამავლის მეჩეთის მონახულების დროს.

  • ქართული

    PDF

    ამის შემდეგ: გულის სიმშვიდე, მისი ჰარმონია და სიხარული, მწუხარებისა და წუხილის გაქრობა არის ის, რისკენაც ყველა ადამიანი ისწრაფვის. ამასთან ერთად მოდის კეთილდღეობით სავსე ცხოვრება, სრული ბედნიერება და სიხარული. ამისთვის არსებობს რელიგიური, ბუნებრივი და პრაქტიკული მიზეზები, და მათი სრული ერთიანობა მხოლოდ მორწმუნეთათვისაა შესაძლებელი. რაც შეეხება დანარჩენებს, თუნდაც ისინი გარკვეული ძალისხმევით ამ ყველაფერს ერთი მხრიდან აღწევდნენ, მათ მაინც არ მიუწვდებათ ხელი უფრო სასარგებლო, სტაბილურ და ხელსაყრელ გზებზე, ასევე უკეთეს მდგომარეობებსა და შედეგებზე. თუმცა, ამ წერილში ვახსენებ იმ მიზეზებს, რაც მახსენდება ამ უმაღლესი მიზნისთვის, რისკენაც ყველა ისწრაფვის. მათ შორის ზოგმა დიდ წარმატებას მიაღწია, ბედნიერად იცხოვრა და კარგი ცხოვრება განვლო, ზოგი კი ყველა ამ საკითხში დამარცხდა, უბედურებაში გაატარა ცხოვრება და ტანჯვა განიცადა. არიან ისეთებიც, ვინც შუაში იმყოფებიან, იმის მიხედვით, თუ რა წარმატებებს მიაღწიეს. და მხოლოდ ალლაჰია, ვინც წარმატებას აძლევს და მხოლოდ მისგან უნდა ველოდოთ დახმარებას ყოველი სიკეთისთვის და ყოველი ბოროტებისგან თავის დაღწევისთვის.