1 - Al-Faatiha ()

|

(1) სახელითა ალლაჰისა, მოწყალისა, მწყალობელისა.

(2) დიდება ალლაჰს, ღმერთს სამყაროთა;

(3) მოწყალესა, მწყალობელსა;

(4) განკითხვის დღის განმგებს.

(5) მხოლოდ შენ გეთაყვანებით და მხოლოდ შენ გთხოვთ დახმარებას.

(6) გვიჩვენე სწორი გზა;

(7) – გზა იმათი, ვისაც წყალობა უყავი, და არა - შერისხულთა და გზააცდენილთა;