მუსლიმი ქალის სამოსი აუცილებლად შავი უნდა იყოს?

Mufti :

Translation:

Description

მუსლიმი ქალის სამოსი აუცილებლად შავი უნდა იყოს

Download
Send a comment to Webmaster

Detailed Description

    მუსლიმი ქალის სამოსი აუცილებლად შავი უნდა იყოს?

    هل يشترط في حجاب المرأة أن يكون لونه أسود

    < الجورجية – Georgian- ქართული >

    ავტორი: მუჰამმედ სალიჰ ალ-მუნაჯჯიდ

    اسم المؤلف: شيخ محمد صالح المنجد

    —™

    მთარგმნელი: ნოდარ დავითაძე

    რეფერატი: ვეისელ ორუჯოვი

    ترجمة:نودار (شعبان) داويتادز

    مراجعة: ويصل أروجوف

    მუსლიმი ქალის სამოსი აუცილებლად შავი უნდა იყოს?

    კითხვა: შარიათის წესისამებრ შემოსვის შემთხვევაში, მუსლიმი ქალისთვის გარეთ გასვლისას ფერადი სამოსის ჩაცმა ჰარამია?

    ფერადი სამოსის ჩაცმა თუ ჰარამად ითვლება, ამის მამტკიცებელი ჰადისი ან აიათი თუ არსებობს?

    პასუხი: დიდება ალლაჰს!

    არანაირი პირობა არ არსებობს იმისა, რომ მუსლიმი ქალის სამოსელი აუცილებლად შავი იყოს. ამიტომაც მუსლიმ ქალს ნებისმიერი ფერის სამოსელის ტარება შეუძლია. თუმცა მისი სამოსელი არ უნდა იქცევდეს მამაკაცების ყურადღებას და ზედმეტად გაფორმებული არ უნდა იყოს.

    რადგან უზენაესი ალლაჰი შემდეგნაირად ბრძანებს:

    وَلَا يُبْدِينَ زِينَتَهُنَّ

    „მორთულობებს ნუ გამოაჩენენ“[1].

    უეჭველად, ეს აიათი ზოგადად მორთულ მოკაზმულ სამოსელსაც მოიცავს, რომელიც მზერას მიიპყრობს.

    აბუ ჰურეირასგან (რ.ა.) გადმოცემის მიხედვით, ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) შემდეგნაირად ბრძანა:

    لاَ تَـمْنَعُوا إِمَاءَ اللهَ مَسَاجِدَ اللهِ، وَلَكِنْ لِيَخْرُجْنَ وَهُنَّ تَفِلاتٌ رواه أبو داود وصححه الألباني في إرواء الغليل

    „ალლაჰის მსახური ქალებს მეჩეთში მოსვლას ნუ აუკრძალავთ! მაგრამ ქალები გარეთ გასვლისას სუნამოს ნუ წაისვამენ.“[2]

    ქალებს სუნამოებით მამაკაცის გაღიზიანება და მათი ყურადღების მიპყრობა ეკრძალებათ. გარეთ გასვლისას ამას უნდა მოერიდონ. ასევე სამოსის მორთულობები, მაგალითად ბრჭყვიალა და ხმის გამომცემი მორთულობების მქონე სამოსელიც უეჭველად სუნამოს მსგავსია.

    ისლამის მეცნიერების კვლევისა და ფეთვას კომისიის მიერ გაცემულ ფეთვაშიც შემდეგი პასუხია გაცემული: (ტ. 17, გვ. 109)

    ქალის ჯილბაბის (გარე მოსასხამი) ფერი შავი აუცილებელი არ არის. უცხო კაცების ყურადღების მიუქცევლობის და ფითნას გამოუწვევლობის პირობით შეუძლიათ ჩაიცვან ნებისმიერი ფერის სამოსი, რაც თვითონ სურთ. დღეს თუ ქალბი ძირითადად შავი ფერის სამოსს ირჩევენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შავი ფერი აუცილებელია. ამ ფერის არჩევა მხოლოდ იმ მიზეზით ხდება, რომ შავი ყველაზე ნაკლებად იპყრობს ყურადღებას და ინტერესს. ასევე არსებობს გადმოცემები, რომლებიც გვამცნობს, რომ საჰაბეთა ცოლებიც შავი ფერის სამოსით იმოსებოდნენ.

    უმმუ სელემესგან (რ.ა.) გადმოცემის მიხედვით:

    لَـمَّـا نَزَلَتْ: يُدْنِينَ عَلَيْهِنَّ مِنْ جَلَابِيبِهِنَّ، خَرَجَ نِسَاءُ الأَنْصَارِ، كَأَنَّ عَلَى رُءُوسِهِنَّ الْغِرْبَانَ مِنْ الأَكْسِيَةِ. رواه أبو داود وصححه أبو داود في صحيح أبي داود

    „მორთულობებს ნუ გამოაჩენენ“[3] აიათი როდესაც ჩამოვლინდა, ენსარელმა ქალებმა, ყორანივით შავი საფარველით თავზე დაფარებულმა იწყეს გარეთ გამოსვლა.”

    ისლამის მეცნიერების კვლევისა და ფეთვას კკომისია ამობობს: (ტ. 17, გვ. 110)

    „ეს ჰადისი გვიჩვენებს, რომ საჰაბეთა ცოლებს შავი სამოსი ემოსათ.“

    ალლაჰმა ყველაფერი უკეთესად იცის.

    [1] ნურ, 24/31.

    [2] ებუ დავუდ, ჰ.ნ. 565, ალბანი, ირვაუ’ლ-აალი, გვ. 515-ში ამბობს, რომ ჰადისი საჰიჰია.

    [3] ნურ, 24/31

    Categories:

    feedback