ქალის იმამობა ნამაზზე

Mufti :

Translation:

Description

ქალის იმამობა ნამაზზე

Download
Send a comment to Webmaster

Detailed Description

    ქალის იმამობა ნამაზზე

    إمامة المرأة في الصلاة

    < الجورجية – Georgian- ქართული >

    ავტორი: მუჰამმედ სალიჰ ალ-მუნაჯჯიდ

    اسم المؤلف: شيخ محمد صالح المنجد

    —™

    მთარგმნელი: ნოდარ დავითაძე

    რეფერატი: ვეისელ ორუჯოვი

    ترجمة:نودار (شعبان) داويتادز

    مراجعة: ويصل أروجوف

    ქალის იმამობა ნამაზზე

    კითხვა: ერთ ადგილას რამდენიმე ქალი ერთად იმყოფება და დგება ლოცვის დრო, მათ შეუძლიათ ეზანისა და ყამეთის კითხვა? ასევე მათ შეუძლიათ თუ არა ჯგუფურად ლოცვა?

    პასუხი: დიდება ალლაჰს!

    შარიათს ქალებისთვის ეზანისა და ყამეთის კითხვა არ დაუდგენია, როგორც ეს არის მამაკაცებისთვის. თუმცა თუ იკითხავენ ეზანსა და ყამეთს, ეს ჰბადებს სამ მდგომარეობას:

    1. ის ეზანსა და ყამეთს იკითხავს ჯამაათისთვის, რომელიც მხოლოდ მამაკაცებისგან შედგება, ან ჯამაათისთვის რომელიც შედგება მამაკაცებისა და გაქლებისგან, რაც შარიათს არ დაუდგენია. ასეთ მდგომარეობაში ქალის ეზანისა და ყამეთის კითხვა მიუღებელია. მამაკაცი ჯამაათისთვის მისი ნაკითხი ეზანი და ყამეთი ბათილია.

    2. ის ეზანსა და ყამეთს იკითხავს ჯამაათისთვის, რომელიც მხოლოდ ქალებისგან შედგება.

    3. ან მხოლოდ თავისთვის იკითხავს.

    ქალისთვის, ქალი ჯამაათისთვის ან თავისთვის ეზანის კითხვა ნებადართულია, თუმცა ეს მისთვის ისეთ აუცილებლობას არ წარმოადგენს, როგორც მამაკაცებისთვის. რადგანაც ეზანი და ყამეთი მამაკაცებისთვისაა აუცილებელი. მაგრამ ქალი თუ ეზანს იკითხავს, ეს ნებადართულია; ასევე თუ არ იკითხავს ესეც ნებადართულია. ქალი თუ ეზანს იკითხავს, მან ხმა არ უნდა აიმაღლოს. მან ხმა იმაზე მეტად არ უნდა აიმაღლოს, რაც მასთან მყოფი ქალი ჯამაათის გასაგონადაა საკმარისი.

    რაც შეეხება თავისთვის ყამეთის კითხვას ან ქალი ჯამაათისთვის ყამეთის კითხვას, ეს მუსთეჰაბობასთან უფრო ახლოსაა, მაგრამ თუ არ იკითხავს ამით მის ნამაზს არაფერი არ დაუშავდება და სრულყოფილია მისი ნალოცი.

    რაც შეეხება ნამაზზე ქალის იმამობის საკითხს, ამის ორი ფორმა არსებობს:

    1. ქალმა იმამობა რომ გაუწიოს ჯამაათს, რომელიც მხოლოდ მამაკაცებისგან შედგება, ან ჯამაათს რომელიც ქალებისა და კაცებისგან შედგება. ქალის მამაკაცებზე იმამობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მნიშვნელობა არააქვს ეს ნამაზი ფარძი იქნება თუ ნააფილე.

    2. ქალმა იმამობა რომ გაუწიოს ჯამაათს, რომელიც მხოლოდ ქალებისგან შედგება. როდესაც ქალები ერთ ადგილას თავშეყრილნი იქნებიან, მათთვის ჯამაათით ლოცვა მუსთეჰაბია.[1] მათგან ერთი რომელიმე იმამობას გაწევს, თუმცა იმამი წინა საფის შუაში დადგება და წინ არ გაიწევს. ქალის ქალ ჯამაათზე იმამობა ნებადართული და მიღებულია.[2]

    [1] ეს არის შაფი და ჰანბელი მეზჰების შეხედულება. ჰანეფი მეზჰების მიხედვით, ქალის ქალ ჯამაათზე იმამობა მექრუჰია, თუმცა ასე ნალოცი ნამაზი მიღებულია. (მთარგმნელი)

    [2] ისლამის ფიყჰში ქალის ველაეთი, გვ. 176.

    Categories: