მუშრიქების დღესასწაულებზე დასწრება და მათი მილოცვა

Mufti :

Translation:

Reviewing:

Description

ქრისტიანების დღესასწაულებზე დასწრება და ამ მიზნით მათზე მილოცვა დასაშვებია? კითხვას პასუხობს პატივცემული შეიხი მუჰამმედ საიჰ ალ მუნაჯჯიდი, რომელიც ყურანის აიათებზე და მუჰამმედ შუამავლის (ს.ა.ს.) სუნნეთზე დაყრდნობით თემის შესახებ საკამოდ ვრცელ ინფორმაციას გვაწვდის.

Download
Send a comment to Webmaster

Detailed Description

    მუშრიქების დღესასწაულებზე დასწრება და მათი მილოცვა

    حضور أعياد المشركين وتهنئتهم بها

    < الجورجية – Georgian- ქართული >

    მუჰამმედ სალიჰ ალ-მუნაჯჯიდ

    محمد صالح المنجد

    —™

    მთარგმნელი: ნოდარ დავითაძე

    რეფერატი: ვეისელ ორუჯოვი

    ترجمة:نودار (شعبان) داويتادز

    مراجعة: فيصل أروجوف

    მუშრიქების დღესასწაულებზე დასწრება და მათი მილოცვა

    კითხვა: ქრისტიანების დღესასწაულებზე დასწრება და ამ მიზნით მათზე მილოცვა დასაშვებია?

    პასუხი: დიდება ალლაჰს!

    დიდი სწავლული იბნი ყაიიმ ალ-ჯევზი (რჰ.ა.) ასე ამბობს:

    მუსლიმანისთვის მუშრიქების დღესასწაულზე დასწრება სწავლულთა ერთიანი თანხმობით ჰარამია. ამ საკითხს ოთხივე მეზჰების სწავლულები ცხადად ეთანხმებიან...

    როგორც ომარ ბინ ხატტაბისგანაა (რ.ა.) გადმოცემული, ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ასე ბრძანა:

    (( لاَ تَدْخُلُوا عَلَى الْمُشْرِكِينَ فِي كَنَائِسِهِمْ يَوْمَ عِيدِهِمْ ، فَإِنَّ السَّخْطَةَ تَنْزِلُ عَلَيْهِمْ.)) [ رواه البيهقي بإسناد صحيح ]

    „დღესასწაულებზე ეკლესიებში მუშრიქებთან ნუ შეხვალთ, რადგან ამდროს მათზე ალლაჰის წყევლა ჩამოდის.“[1]

    ომარ ბინ ხატტაბი (რ.ა.) კიდე ერთ გადმოცემაშı ასე ამბობს:

    (( اِجْتَنِبُوا أَعْدَاءَ اللهِ فيِ عِيدِهِمْ.)) [ رواه البيهقي في سننه (9/234) بإسناده عن البخاري ، كتاب الجزية ، باب كراهية الدخول على أهل الذمة في كنائسهم.]

    „თავიანთ დღესასწაულებზე ალლაჰის მტრებს უფრთხილდით.“[2]

    აბდულლაჰ ბინ ამრისგან (რ.ა.) გადმოცემის მიხედვით ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ასე ბრძანა:

    (( مَنْ مَرَّ بِبِلاَدِ الْأَعَاجَمِ (وفي رواية: بَنَى بِأَرْضِ الْمُشْرِكِينَ) فَصَنَعَ نَيْرُوزَهُمْ وَمِهْرَجَانَهُمْ، وَتَشَبَّهَ بِهِمْ حَتَّى يَمُوتَ وَهُوَ كَذَلِكَ، حُشِرَ مَعَهُمْ يَوْم الْقِيَامَة.)) [ رواه البيهقي بإسناد جيد]

    „ვინც უცხოელების ქვეყანაში გაივლის (სხვა გადმოცემის მიხედვით: ვინც მუშრიქების მიწაზე იცხოვროს) და მათი ნავრუზისა და მიჰრიჯანის დღესასწაულები აღნიშნოს და სიკვდილამდე ამ მდგომარეობაში დარჩეს (არ მოინანიოს), განკითხვის დღეს მათან ერთად წამოდგება.[3][4]


    [1] ბეიჰაყი სარწმუნო ჯაჭვით გადმოგვცემს.

    [2] ჰადისს სენედთან ერთად ბუხარისგან ბეიჰაყი სუნენში, ტ. 9, გვ. 243. ჯიზიას თავში, ზიმმეთის ხალხთა ეკლესიებში შესვლის მოუწონარობის შესახებ თემის ქვეშ გადმოგვცემს.

    [3] ბეიჰაყი კარგი ჯაჭვით გადმოგვცემს.

    [4] იბნი ყაიიმ ალ-ჯევზი, მუსლიმთა მფარველობის ქვეშ მყოფი არამუსლიმების შესახებ დადგენილებები, ტ 1, გვ: 723-724

    Categories:

    feedback